Tuesday, December 19, 2023

ახალი წელიი

14:35 / 23-12-2016 საიდან მოდის ახალი წლის აღნიშვნის ტრადიცია ახა­ლი წელი - დე­და­მი­წა­ზე არ­სე­ბუ­ლი დღე­სას­წა­უ­ლე­ბი­დან ყვე­ლა­ზე ძვე­ლია. ეს იმას ნიშ­ნავს, რომ მისი აღ­ნიშ­ვნის ტრა­დი­ცია ფეს­ვებს შო­რე­უ­ლი წარ­სუ­ლი­დან იღებს. ამას­თან, ახა­ლი წლის აღ­ნიშ­ვნის გზე­ბი წლებ­თან ერ­თად თით­ქმის არ შეც­ვლი­ლა. ახა­ლი წლის აღ­ნიშ­ვნა ადა­მი­ა­ნებ­მა მა­შინ და­ი­წყე­ეს, რო­დე­საც მიხ­ვდნენ, რომ სამ­ყა­როს პე­რი­ო­დუ­ლი გა­ნახ­ლე­ბის სა­ჭი­რო­ე­ბა არ­სე­ბობს. ამო­სა­ვალ წერ­ტი­ლად, სა­ვა­რა­უ­დოდ, ბი­ო­კოს­მო­სურ რით­მებ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბა იქცა: ამ­ქვეყ­ნად ყვე­ლა­ფერს აქვს და­სა­წყი­სი და და­სას­რუ­ლი, მთვა­რე ივ­სე­ბა და შემ­დეგ, მისი გა­ნახ­ლე­ბა ხდე­ბა, ბუ­ნე­ბა ცო­ცხლდე­ბა გა­ზა­ფხულ­ზე და კვდე­ბა ზამ­თარ­ში. დროს და კა­ცობ­რი­ო­ბას ესა­ჭი­რო­ე­ბა პე­რი­ო­დუ­ლი გა­ნახ­ლე­ბა, რო­მე­ლიც ახალ წელს ხდე­ბა. სხვა­დას­ხვა ხალ­ხებ­სა და ტო­მებ­ში ახა­ლი წლის დად­გო­მა გან­სხვა­ვე­ბულ დროს აღი­ნიშ­ნე­ბო­და, თუმ­ცა, ამ დღე­სას­წა­ულს ყვე­ლა ხალ­ხებ­ში ერთი რამ აერ­თი­ა­ნებ­და - ახალ წელს კვდე­ბა ძვე­ლი სამ­ყა­რო, ყვე­ლა ცუდ მოვ­ლე­ნას­თან ერ­თად და იბა­დე­ბა ახა­ლი სამ­ყა­რო. არ­ქა­ულ სა­ზო­გა­დო­ე­ბებ­ში სამ­ყა­როს შექ­მნა ყო­ველ­წლი­უ­რად ხდე­ბო­და, ზოგ­ჯერ წე­ლი­წად­ში რამ­დენ­ჯერ­მეც კი. მე­სო­პო­ტა­მი­ა­ში ჩვენს წელ­თაღ­რი­ცხვამ­დე მე­სა­მე ათას­წლე­ულ­ში ახალ წელს გა­ზა­ფხუ­ლის ბუ­ნი­ა­ო­ბის დროს ხვდე­ბოდ­ნენ. ით­ვლე­ბო­და, რომ ამ დროს, ცის ღმერ­თი მარ­დუ­კი იმარ­ჯვებ­და დრა­კონ ტი­ა­მატ­ზე, რო­მე­ლიც მსოფ­ლიო ქა­ო­სის გან­სა­ხი­ე­რე­ბას წარ­მო­ად­გენ­და. მო­პო­ვე­ბუ­ლი გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ, მარ­დუ­კი ტი­ა­მა­ტის სხე­ულს ორ ნა­წი­ლად ყოფ­ნა, ქვე­და ნა­წი­ლის­გან იქ­მნე­ბო­და დე­და­მი­წა, ზედა ნა­წი­ლის­გან ცა, ხოლო დე­მო­ნი კინ­გუს სის­ხლის­გან - ადა­მი­ა­ნი. ძველ ეგ­ვიპ­ტე­ლებ­ში ახა­ლი წელი ახა­ლი სამ­ყა­როს შექ­მნის სიმ­ბო­ლოს წარ­მო­ად­გენ­და. მას ნი­ლო­სის მი­მოქ­ცე­ვის პე­რი­ოდ­ში აღ­ნიშ­ნავ­დნენ, რომ­ლის წყლე­ბიც ყვე­ლა­ფერ ცუდს ჩა­მო­რე­ცხავ­დნენ, ხოლო მდი­ნა­რის მიერ მო­ტა­ნი­ლი ლამი აყ­ვა­ვე­ბის და კარ­გი მო­სავ­ლის სიმ­ბო­ლოდ მი­იჩ­ნე­ო­და. ის­რა­ელ­ში, ახალ წელს ღმერ­თი იაჰვე ქა­ო­სის ძა­ლებ­თან ბრძო­ლა­ში იმარ­ჯვებ­და და მსოფ­ლი­ოს მბრძა­ნე­ბე­ლი ხდე­ბო­და, რისი წყა­ლო­ბი­თაც სამ­ყა­როს გა­ნახ­ლე­ბა ხდე­ბო­და. წი­ნაქ­რის­ტი­ა­ნულ პე­რი­ოდ­ში, მრა­ვა­ლი ინ­დო­ევ­რო­პე­ლი ხალ

No comments:

Post a Comment

ახალი წელიი

14:35 / 23-12-2016 საიდან მოდის ახალი წლის აღნიშვნის ტრადიცია ახა­ლი წელი - დე­და­მი­წა­ზე არ­სე­ბუ­ლი დღე­სას­წა­უ­ლე­ბი­დან ყვე­ლა­ზე ძვე­...